“პატრიარქის ტესტირებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება საპატრიარქოს მისაღებია” – ამირან გამყრელიძე 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“პატრიარქის ტესტირებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება საპატრიარქოს მისაღებია”  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

პატრიარქის ტესტირებასთან დაკავშირებით საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მის მდივან–რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

“ჩემი რეკომენდაცია მე უკვე მოვახსენე გუშინ საპატრიარქოს და ამის შესახებ ღია ეთერში არ ვსაუბრობ”. – განაცხადა გამყრელიძემ “ფორმულასთან“.

პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მდივან-რეფერანტს ილია მეორესთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია, შესაძლოა მას PCR ტესტირება ჩაუტარდეს.

“შეიძლება დაისვას პატრიარქისთვის ტესტის გაკეთების საკითხი, განიხილება ჯერ. ქალბატონ შორენას არ ჰქონდა მასთან შეხება, დისტანციურად იყო, მაგრამ მაინც სიფრთხილისთვის შეიძლება მოხდეს ესეც”. – ამბობს ცისანა შარტავა.

წყარო: ტელეკომპანია “ფორმულა” 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი