„პატარა გოგო ხარ და არ გინდა ეს საჩივრებიო“ – მუქარა საია–ს დამკვირვებელზე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“დღეს უკვე მე-4 შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დამკვირვებელს დაემუქრნენ” – საია–ს დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდამჭერი პროგრამის ხელმძღვანელი, ვახუშტი მენაბდე  სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, საია–ს ერთ–ერთი დამკვირვებელი საარჩვენო უბნის შენობიდან გაიყვანეს და საჩივრების დაწერისგან თავის შეკავება ურჩიეს.

“საჩივრის დაწერის შემდეგ უბნის ბიჭებმა შენობიდან გაიყვანეს, უთხრეს, რომ იციან მისი საცხოვრებელი ადგილი და დაამატეს: „პატარა გოგო ხარ და არ გინდა ეს საჩივრებიო“. ჩვენი დამკვირვებლები, ეს მამაცი ადამიანები თქვენს ხმებს იცავენ, მიუხედავად იმისა იყავით თუ არა არჩევნებზე” – წერს მენაბდე თავის ფეისბუქ გვერდზე.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი