პარტიული სიის ანულირებისთვის ცესკოს რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა

ავტორი: თიკო ტეფნაძე

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებები შეიტანეს.

პროპორციული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკო-ს მიმართა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლამდე აღნიშნულმა პარტიებმა მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ხელი სამ დოკუენტს მოაწერეს. ისინი მოითხოვენ ახალ არჩევნებს, ხსნიან პარტიულ სიას და უარს ამბობენ დეპუტატის მანდატზე.

“მოქალაქეები”, “გირჩი” და “რესპუბლიკური პარტია” ცერემონიაზე არ იმყოფებოდნენ. ისინი პარტიული სიის ჩახსნასა და დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ცესკოს იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მოდერატორობით ოპოზიციასა და ხელსუფლებას შორის საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი