“პარლამენტში შესვლა ამ რეალობაში შეუძლებელია” – ზურაბ ჯაფარიძე 

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“პარლამენტში შესვლა ამ რეალობაში შეუძლებელია. გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს მოლაპარაკებებზე. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ და ვერც იმის შანსს ვხედავ, რომ სხვა გამოსავალი მოვიდეს” – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ელჩისგან პირდაპირი მოწოდება ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციამ ელჩს განუმარტა, რომ საქართველოში სანდო ინსტიტუტები არ არსებობს და შესაბამისად, ოპოზიცია პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით კვლავაც ერთიანი იყო.

“პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მაგრამ გვითხრა ხომ არ ჯობს, რომ ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელებაო, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუტები და ის, რაც შეიძლება მუშაობდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად სასამართლო და ცენტრალური საარჩევნო კომისია, ეს საქართველოში არ არსებობს და ამიტომ თავს ხომ არ  მოვიტყუებთ? ზუსტად ასე ავუხსენით.  ასევე შევეხეთ მოლაპარაკების მეორე რაუნდის თემასაც,  და ვუთხარით რომ ველოდებით მესამე რაუნდს. ხელისუფლების მოედანზე არის ბურთი. ოპოზიცია იყო ერთიანი, ისევე როგორც ყველა წინა მოლაპარაკებებზე” – აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი