პარლამენტის პირველი სხდომა შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა გაიმართოს

ავტორი: ნანა წულაია

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებლის ნათია იოსელიანის განცხადებით, შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს, რომელიც თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას.

„ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 511853. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. შემაჯამებელ ოქმში დეტალურად არის ასახული ინფორმაცია სარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტების და მანდატების შესახებ. შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს. საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემთ არჩეული 30 პარლამენტის წევრისგან.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ურთულესი გამოწვევის- პანდემიის პირობებში შეძლო არჩევნების ორგანიზება ამომრჩევლისთვის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოში. არჩევნების დღეს დაცული იყო ყველა პირობა იმისთვის, რომ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებიან მათი არჩევანი. აღსანიშნავია, რომ ცესკო-მ უზრუნველყო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირების კენჭისყრაში მონაწილეობა“, – განაცხადა იოსელიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი