ამ წუთებში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც რამდენიმე დღეა არჩევნების შედეგს აპტროტესტებენ, პოლიცია ფიცრების შეტანის უფლებას არ აძლევს.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, კარვებთან ე.წ “პადონები” იმისთვის სჭირდებათ, რომ ფიცრებზე დასხდნენ, გათბნენ და არ გაიყინონ. უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.