პარიზის პოლიციამ მიგრანტების მიერ მოწყობილი დროებითი ბანაკი ძალის გამოყენებით დაშალა

პარიზის პოლიციამ მიგრანტების მიერ მოწყობილი დროებითი ბანაკი ძალის გამოყენებით დაშალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC–ი ავრცელებს.

პარიზის რესპუბლიკის მოედანზე უსახლკარო მიგრანტებმა რამდენიმე პატარა კარავი დადგეს. უსახლკარო მიგრანტების განცხადებით, მათ ქუჩაში ცხოვრების გარდა სხა გზა აღარ რჩებათ. მიგრანტების აქციას მოხალისეებიც შეუერთდნენ ლოზუნგით “საბუთები ყველას, საცხოვრებელი ყველას”.

მოგვიანებით პოლიციამ ბანაკი დაშალა და შეკრებილ ადამიანებს ცრემლსადენი გაზით გაუსწორდა. პოლიციამ ძალა გამოიყენა, მათ კარვები დაშალეს და ზოგიერთ მონაწილეს ხელკეტებით გაუსწორდნენ.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პოლიტიკა მიგრანტების წინააღმდეგ მკაცრია.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი