“პანდემიის ძირითადი ტალღის გადავლისა და საზღვრების გახსნის შემდეგ ჩვენი კურორტები ტურისტების ნაკადს ვერ აუვლენ” – შოთა გულბანი

ავტორი: neopress.ge

„კორონამოხდილი ადამიანის რეაბილიტაციის პროცესში ძალიან დიდ მნიშვნელობას შეიძენენ გამაჯანსაღებელი კურორტები, რაც საქართველოში მრავლადაა.“ – თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრი, ეკონომისტი  შოთა გულბანი,  პოსტპანდემიურ პერიოდში ტურისტული სექტორის შესაძლებლობებზე საუბრობს.

„გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“. შესაძლოა ჩვენს შემთხვევაში ეს „გაქცევა“ ტურიზმის სექტორისთვის (და არა მარტო) პოსტპანდემიურ პერიოდში ძალიან პოზიტიურად გადაითარგმნოს.

ცნობილია, რომ კორონა მოხდილი ადამიანის რეაბილიტაციის პროცესში ძალიან დიდ მნიშნელობას შეიძენენ გამაჯანსაღებელი კურორტები, რაც საქართველოში მრავლადაა.

ბაკურიანი, შოვი, ბახმარო, აბასთუმანი, საირმე, წყალტუბო, გინდა ბორჯომი აიღე, გინდა სვანეთი მთლიანად, რაჭაში რა ცუდი ჰაერია? მოკლედ უამრავი კურორტია ჩვენს დალოცვილ ქვეყანაში, რასაც გამოვიყენებთ აუცილებლად ტურიზმის სექტორის აღსადგენად, რაც დიდ როლს ითამაშებს ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში.

სერიოზული მოლოდინია, რომ პანდემიის ძირითადი ტალღის გადავლისა და საზღვრების გახსნის შემდეგ ჩვენი კურორტები ტურისტების ნაკადს ვერ აუვლენ.

შესაბამისად ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად, რომ აღნიშნულ კურორტებზე შესაბამისი მინიმალური ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს და დამატებით სასტუმრო ინდუსტრია განვითარდეს.

P.S. სხვათა შორის, აწარმოე საქართველომ საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და კარგი შანსია ამ ინდუსტრიით დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის.“- წერს შოთა გულბანი სოციალურ ქსელში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი