პანდემია და არჩევნები – როგორ გადაწყვიტეს Covid19-ით გამოწვეული დილემა მსოფლიოს ქვეყნებმა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული პანდემია მძვინვარებს ზოგიერთი ქვეყანა მაინც ახერხებს არჩევნების ჩატარებას. კორონა ვირუსმა ხელი შეუშალა ასობით ქვეყანაში არჩევნების გამართვას, 60–ზე მეტმა ქვეყანამ არჩევნების თარიღი გადადო. ზოგიერთმა კი მაინც გაართვა თავი პანდემიის პირობებში არჩევნების ორგანიზებას.

ამ ქვეყნებმა განსაკუთრებული ზომები მიიღეს, რათა არჩევნები უსაფრთხო პირობებში ჩატარებულიყო. გაზარდის საარჩევნო უბნების რაოდენობა, ასევე უზრუნველჰყოფდნენ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების ტემპერატურის გაზომვას. რეკომენდაციაა საარჩევნო უბანზე აუცილებლად ნიღბით გამოცხადება.

სამხრეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები 15 აპრილს გაიმართა. ქვეყანა პირველი იყო, რომელმაც გლობალური პანდემიის პირობებში არჩევნების გამართვა შეძლო. ნაციონალური საარჩევნო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წესები გულისხმობდა საარჩევნო პუნქტების გულდასმით დასუფთავებას, ამომრჩევლების მიერ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენასა და საარჩევნო უბანზე ნიღბით გამოცხადებას. კორეაში ამომრჩეველთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ხმის მიმცემთა რაოდენობა 28 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, რეკორდულად მაღალი იყო. არჩევნების შემდეგ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა მნიშვნელოვლად არ გაზრდილა.

სინგაპურში ამ წლის გენერალური არჩევნები კოვიდის ნორმების დაცვით ჩატარდა. ამომრჩევლები ხმის მიმცემ პუნქტებში ნიღბებით გამოცხადდნენ და რიგებში სოციალურ დისტანციასაც იცავდნენ. თუმცა ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია არჩევნების 2 საათით გვინ დასრულებამ. ეს ცვლილება არჩევნების დასრულებმდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი. სინგაპურში ხმის მიცემა სავალდებულოა და მოხუცებმა და მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა წინა დღით მიიღეს.

საფრანგეთი თავდაპირველად იმ 66 ქვეყანაში შედიოდა, რომელმაც არჩევნები გადადო. 22 მაისს საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა მუნიციპალური არჩევნების ფინალური რაუნდი გამოაცხადა. საფრანგეთის მთავრობის რეკომენდაცია იყო ამომრჩევლების მიერ საკუთარი კალმების მიტანა საარჩევნო პუნქტზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ ხმის მიცემის სისტემის ადაპტირება შეძლო. ავსტრალიაში არჩევნები მეილის საშუალებით ჩატარდა. არჩევნებმა კარგად ჩაიარა, თუმცა ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ უსაფრთხოების სრული დაცვის ვერ უზრუნველჰყოფის გამო არ არის რეკომენდირებული არჩევნების ონლაინ სისტემით ჩანაცვლება.

საქართველოში 31 ოქრომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები კი 3 ნოემბერს არის ჩანიშნული.

„არჩევნების თარიღის ცვლილება დრის წესრიგში არ დგას“ – ამ კომენტარით უპასუხა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ შეკითხვას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივიე თქმით, საქართველო მომავალ არჩევნებს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვით ხვდება. პრემიერმინისტრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ხედავს. ის მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდეს ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი