200 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შესაძლებლობა ქვეყანას შეუძლია ამ წუთში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„COVAX-ის პლატფორმიდან, იქ სადაც ფული გადახდილია, წინასწარი შენატანი, ქვეყანა იყიდის. ქვეყანა ასევე მზად არის, თუ ვინმე მოგვაწვდის პირდაპირ ამ ვაქცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინის მიღება“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანამ ვაქცინის თაობაზე თადარიგი ჯერ კიდევ აგვისტოში დაიჭირა.