პაატა იმნაძე – დისტანციის დაცვა, პირბადის გაკეთება ერთნაირად საჭიროა ყველა ადამიანისთვის, მორწმუნესთვისაც და ურწუმონოსთვისაც

ავტორი: ნანა წულაია

მაქსიმალურად ცდილობენ, საეკლესიო ღონისძიებები ყველა რეკომენდაციის დაცვით ჩატარდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა,  რეკომენდაციები ერთნაირია ყველა შემთხვევაში და ამას ეკლესიაც ითვალისწინებს, მაგალითად, ვიცით, რომ ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ ჩატარდება.

„რეკომენდაციებს ყველასთვის ერთნაირს ვიძლევი. პოლიტიკურ პარტიებს ცალ-ცალკე ხომ არ მოვუწოდებდი, როგორ უნდა ემართათ პროცესი. ყველას ჰყავდა თავისი ექსპერტები და მათ შეეძლოთ ზოგადი რეკომენდაციებიდან კერძო რეკომენდაციები გამოეტანათ. ეკლესიაშიც არის სამედიცინო სამსახური. აქედან გამომდინარე, მე ვამბობ ზოგად რეკომენდაციებს, შემდეგ თითოეული არეგულირებს მას. მაშინაც ზოგი პარტია იცავდა, ზოგი-არა. დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება ერთნაირად საჭიროა ყველა ადამიანისთვის, გინდ მორწმუნე იყოს და გინდ – ურწმუნო. წესები ერთნაირია“, – განაცხადა იმნაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი