“ოცნების” მმართველობა საქართველოს საბჭოთა ტიპის  ქვეყანაში დაბრუნებისკენ მიაქანებს – ანა ნაცვლიშვილი 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“ოპოზიციური პარტიები ვრჩებით ჩვენს პრინციპულ ხაზზე” – ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ მთავარი და უცვლელი მოთხოვნა  ახალი არჩევნების ჩატარებაა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სურს, ახალი არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში წარიმართოს. მეორე ტურზე საუბრისას კი, რომელშიც მხოლოდ “ქართული ოცნება” მონაწილეობს, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ჰგავს.

“თუ ვინმე ჯერ კიდევ ვერ ხვდება საით მიაქანებს “ოცნების” მმართველობა საქართველოს, მეორე ტურები აჩვენებს, რომ ეს არის ერთპარტიული, საბჭოთა ტიპის  ქვეყანაში დაბრუნების ძალიან ნათელი მცდელობა. როგორც “ლელო”, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიები ვრჩებით ჩვენს პრინციპულ ხაზზე, რომელიც არჩევნების გაყალბების შემდეგ ჩამოყალიბდა ძალიან ცალსახად: ჩვენ ვითხოვთ ახალ, თანასწორ, სუფთა არჩევნებს, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, რომ მან სამართლიანად, დაშინების, მოსყიდვის და მანიპულაციის გარეშე გამოხატოს თავისი ნება ” – -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა “რუსთავი 2″–თან საუბრისას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი