ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი შედეგი აჩვენა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ის დაინფიცირებული ადამიანების 70%-ს იცავს” – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ვაქცინა გაცილებით იაფია, ასევე მარტივია მისი შენახვა და ტრანსპორტირება.

ვაქცინის ცდაში ჩატარებულ კვლევაში 20,000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. 2 დოზით აცრილი 30 მონაწილე დაინფიცირდა, ხოლო 101 ინფიცირებულს კი პლაცებო ჰქონდა გაკეთებული. ვაქცინის ეფექტურობა 70% პროცენტია.

აღსანიშნავია, გაერთიანებულ სამეფოს ვაქცინის 100 მილიონი დოზა 50,000 ადამიანისთვის წინასწარ აქვს შეკვეთილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი