“ოპოზიციურმა კანდიდატებმა 50,000 ხმა აიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არჩევნებში არ მონაწილეობა ჰქონდათ გამოცხადებული”- კობახიძე

“ოპოზიციურმა კანდიდატებმა 50,000 ხმა აიღეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არჩევნებში არ მონაწილეობა გამოცხადებული ჰქონდათ. ამ ფონზე ისინი აქტიურობდნენ და ადგილზე მუშაობდნენ, თუმცა მათ გაუჭირდათ 50,000-ზე მეტი ხმის მობილიზება.”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ბოიკოტის მიუხედავად მაინც აქტიურობდა არჩევნებში, თუმცა ვერ მოახერხა 50,000-ზე მეტი ხმის დაგროვება.

“როდესაც ოპოზიცია ზედიზედ მეორე არჩევნებში გაყალბების საბაბით უარს ამბობს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, ეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თვალში უხერხულობასა და პრობლემას უქმნის. იმედია, ოპოზიცია ამას სამომავლოდ გაითვალისწინებს და ამ უხერხულობას აღარ შეუქმნის ჩვენს ქვეყანას.” – განაცხადა კობახიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი