“ოპოზიციის უარი დებატებზე კაპიტულაციად ჩაითვლება” – ირაკლი კობახიძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან დებატებზე უარის თქმა კაპიტულაციად ჩაითვლება. მან კიდევ ერთხელ შესთავზა ოპოზიციას დებატები იმ ფორმატით, რომელიც მან ორი დღის წინ “რუსთავი 2″–ის ეთერში გააჟღერა.

“ამ ფონზე გვსურს კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატიურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთანაა დაკავშირებული… გუშინ მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე. აშკარაა, რომ მათ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზებისა, რომელიც ნათელს მოჰფენს საარჩევნო პროცესს, თუმცა მათ უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით”– განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას კლასიკურ დებატს სთავაზობს და არა “შოუს”.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიები კობახიძის შეთავაზებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს,  რომ დებატები არა “პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის რუსთავი 2-ის” ეთერში, არამედ ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით უნდა გაიმართოს. მათივე თქმით,  ეს მნიშვნელოვანია, რადგან  შეკითხვების დასმის საშუალება განსხვავებული შეხედულების მქონე ჟურნალისტებსაც უნდა ჰქონდეთ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი