,,ოპოზიციის გარკვეულმა დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველო მძევლად აიყვანოს” – გია ვოლსკი

ავტორი: თიკო ნოდია

“ძალიან მძიმე სურათს ქმნის ის, რომ ოპოზიციის გარკვეულმა დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველო მძევლად აიყვანოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

“ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია სამართლიანი შეფასების გაკეთება, ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის ნაწილს აქვს. თუკი ოპოზიცია არ ერთვება ამ საკითხებში, საგამოძიებო კომისია უნდა იყოს კომპეტენტური და ამაში უნდა ჩაერთოს არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ ექსპერტთა, საერთაშოროსო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი. რასაკვირველია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი აღმოჩნდება რომ 1% გადახრა მაინცაა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ საფუძველი ექნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეას.

ძალიან მძიმე სურათს ქმნის ის, რომ ოპოზიციის გარკვეულმა დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველო მძევლად აიყვანოს.“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი