“ოპოზიცია შევა თუ არა, 2024 წლამდე ეს პარლამენტი მაინც ვერ გაძლებს.”- ჭიჭინაძე

“ოპოზიცია შევა თუ არა, 2024 წლამდე ეს პარლამენტი მაინც ვერ გაძლებს.” – ამის შესახებ, “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით ქვეყანაში დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია და მთავრობა მის მართვას ვეღარ ახერხებს.

“თუ ვინმე ახლა ამის “გაპრავებას” შეეცდება ეს პირველ რიგში, “გამპრავებლის” პრობლემა გახდება. გარდა იმისა, რომ ქვეყნაში პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკური კრიზისია, საზოგადოება მოტყუებულია. “ოცნებას” აქვს ძალაუფლება და აღარ აქვს მართვის თავი, ანუ არსებული სისტემური სტრუქტურული კრიზისის გამო, ყველაფერი ისეა გამოშიგნული, ვერავინ შეძლებს მის მართვას, არათუ მართვის უუნარო, ერთ მცირე ბირთვად დარჩენილი “ოცნების” ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე და კეთილდღეობაზე ზრუნავს. პოლიტიკა 2019 წლის ნოემბრიდან პრაქტიკულად ქუჩაშია გადასული, მთავრობის სხდომებზე კი, მართვის მაგივრად, ერთმანეთს ბოთლებს ესვრიან. ასე რომ, ვინც ამ ყველაფრის “გაპრავებას” და “ოცნების” პირადი ოპოზიციის თამაშს შეეცდება, “ოცნების” ხელისუფლების შირმად იქცევა და ისევ “ქართული ოცნებისგან” მოუწევს შეურაცხყოფის ატანა.”- განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი