“ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას”- უდუმაშვილი

“ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა, ოპოზიციის საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის თაობაზე. მისი თქმით, ოპოზიციური ერთობა მყარია და შეთანხმების მიუღწევლად არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

“31 ოქტომბრის შემდეგ გვესმის, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, მაგრამ სურათი რეალურად სულ სხვა არის.ვხედავთ ერთპარტიულ პარლამენტს, რომელმაც დიდი შანსია ასე განაგრძოს მუშაობა ახალი წლის შემდეგაც. აბსოლუტურად მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს გაცხადებული აქვს ძალიან მყარი პოზიცია და ის პარტიებიც კი, რომლებსაც ჯერ არ დაუწერიათ განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ხმამაღლა აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევის გარეშე, პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიციური ერთობა არ დარღვეულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პარტიამ გადაწყვიტა, ჯერჯერობით უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებები არ დაეწერა. ოპოზიცია საერთო სტრატეგიით მიდის, თუ შეთანხმება არ შედეგება, არც ერთი დეპუტატი არ აპირებს პარლამენტში შესვლას.”- განაცხადა დუმაშვილმა.

ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სტატუს-კვო მალე შეიცვლება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი