‘’ოპოზიცია მუდმივად ექცევა სააკაშვილის თამაშის წესების გავლენის ქვეშ’’ – სოზარ სუბარი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’სამწუხაროდ, ოპოზიცია არის ძალიან სუსტი და აკეთებს იმას, რაც სააკაშვილს უნდა. ერთადერთი გადახვევა ამ წესიდან იყო ე.წ. ‘’სირცხვილი კორიდორების’’ იდეა.’’ – ამის შესახებ ‘’ქართული ოცნების’’ წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა ‘’პალიტრანიუსის’’ გადაცემა ‘’დღის ნიუსრუმში’’ ისაუბრა.

მისივე თქმით, ე.წ. ‘’სირცხვილის კორიდორების’’ იდეა დანაშაულის ზღვართან ძალიან ახლოსაა, რადგან ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება კანონით ისჯება.

‘’ორგანიზატორებმა მკაფიოდ თქვეს, რომ ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც მივიდოდა არჩევნებზე, მოუწყობდნენ სირცხვილის დერეფნებს. თუმცა, მას შემდეგ რაც ამას მოჰყვა ძალიან ნეგატიური გამოხმაურება, განცხადება დააკორექტირეს. ეს არის სირცხვილი, როცა ამას პოლიტიკური ძალა აკეთებს, განსაკუთრებით ის პარტია, რომელიც თვითონ იყო 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში. დანაშაულის ზღვარზე რამდენად მოახერხებენ გავლას არ ვიცი, იმიტომ რომ ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება ისჯება.’’ – განაცხადა სუბარმა.

მან ყურადღება გაამახვილა, ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,’’ როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის გადაწყვეტილებაზე მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს მათი ამომრჩევლის მიმართ უსამართლო საქციელია.

‘’ნაციონალური მოძრაობა არის დამნაშავე პარტია, თუმცა როდესაც საქართველოს მოსახლეობის 27 % მხარს უჭერს მათ, ეს არის ქართველი ხალხის ამ ნაწილის გადაწყვეტილება და ამას ჩვენ ვერ შევცვლით. პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა არის წარმოუდგენელი, მათ თავიანთი ამომრჩევლები გადააგდეს, ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევლენ და ბიუჯეტიდან დაფინანსებას აიღებენ და კარგად იცხოვრებენ.’’ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი