“ოპოზიცია არ ჩანს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი შემოვლენ” – დიმიტრი ხუნდაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ოპოზიცია არ ჩანს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ისინი შემოვლენ” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები ესწრებოდნენ.

მისივე თქმით, მრავალპარტიული პარლამენტი საზოგადოების დაკვეთაა და “ის უნდა შესრულდეს”.

„დღეს ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ მოგვიწია სრული შემადგენლობით დასწრება სესიის პირველ სხდომაზე. ოპოზიცია არ ჩანს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ისინი შემოვლენ, ეს ქართული საზოგადოების დაკვეთაა, ვის მოწონს, ვის არ მოწონს საზოგადოების გადაწყვეტილება, საზოგადოების გადაწყვეტილებაა, ის უნდა შესრულდეს. მე იმედს ვიტოვებ, რომ გაითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დღეს არ არის პარლამენტში და შემოვლენ, პარლამენტი გააგრძელებს მრავალპარტიული შემადგენლობით მუშაობას“ – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატურები ოფიციალურად დაასახელა. მე-10 მოწვევის პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტს უხელმძღვანელებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი