“ოპოზიცია არის ერთიანი,როგორც არასდროს”-მელია

““ოპოზიცია არის ერთიანი,როგორც არასდროს იმ პოზიციაში, რომელსაც აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში.”- ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ლელო საქართველოს” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი სამართლიანი არჩევნებია. ამის მისაღწევად ოპოზიცია როგორც არასდროს ერთიანია.

“ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური კრიზისი, ის სხვა კრიზისებს დაამატა და შექმნა ხელოვნური კრიზისი. ამიტომ ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას სჭირდება გამოსავალი და ეს გამოსავალი არის ახალი არჩევნები. ეს პოზიცია არის ერთიანი და რა თქმა უნდა, არსებობს სხვა შეთანხმების ელემენტებიც, რომელიც გულისხმობს რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ახალ არცევნებთან ერთად, რომ რეალურად ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ეს გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე ჩასატარებელ ცვლილებებს და ა.შ. მაგრამ მთავარი და ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია ერთიანია” – განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს “ლელო საქართველოს” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მას თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაესწრო. შეხვედრის მიზანი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდის წინ ერთმანეთთან პოზიციების შეჯერება გახლდათ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი