“ოპოზიცია ამბობს, არჩევნები გაყალბდა; ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა” – გია ვოლსკი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“წითელი ხაზი სადაც არის, იქ დარჩება – შანტაჟზე მოდიხარ, როდესაც ამბობ, „თუ არ დამთანხმდები კოვიდსაც გავავრცელებ, ეკონომიკურ პრობლემებსაც შევქმნი და ქვეყნის ინტერესებს დააზიანებ“, – ამის შესახებ  “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ   ოპოიციაზე საუბრისას “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა და ამაში დარწმუნება ვიდეო-კამერების გახსნით შეიძლება.

“საწყისი პოზიცია არის ასეთი – ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება გავხსნათ უბნები და ვიდეოთვალი. თუ ეჭვი გეპარებათ ვნახოთ, რას ამბობს აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, ეუთო/ოდირი, ევროსაბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არ აინტერესებთ! აქედან გამომდინარე, რას ელოდებიან, რომ ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით?! მიმდინარეობს ოპოზიციის სერიოზული ლუსტრაცია. ოპოზიციისათვის სერიოზული გამოწვევაა, რომ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა დასავლეთმა, ნატომ და სერიოზულ ფრუსტაციაში არიან. ახლა უნდათ იქეთ, ამ ბოსტნიდან იმ ბოსტანში გადაიტანონ“ – აღნიშნა ვოლსკიმ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი