“ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნია”- კობახიძე

“ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნია”, – ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღმასრულებელმა მდივანმა იმ მექანიზმზე ისაუბრა, რაც სავარაუდოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ოპოზიციის ლიდერები პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს განაცხადებენ.

“თუ ზოგიერთი პარტია გადაწყვეტს რომ პარლამენტში არ შემოვიდეს, ჩვენ იმ მექანიზმს ავამოქმედებთ, რომ მოგვიანებით შემოვიდნენ. ეს არის მათი სადეპუტატო უფლებამოსილება. ეს არის საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ნებისმიერ დროს მაგალითად მომავალ წელს შეუძლიათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და პარლამენტში შემოვიდნენ. წელიწადზე მეტი მარტო იჯდა უმრავლესობა და იგივე შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა დიდხანს არ გაგრძელდება.”- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მოლაპარაკებები ბევრი მიმართულებით წარმატებულია. ის დეტალებზე არ საუბრობს.

“ჩვენი ამოცანაა ყველა პარტიამ მოაწეროს წელი იმ შეთანხმებას, რომელზეც არის ელჩების თანდასწრებით საუბარი და ძალიან დიდი იმედი მაქვს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყველა პარტია იქნება შეკრებილი.”-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციის მოთხოვნებზე. მისი თქმით, პოლიტპატიმრების გათავისუფლება შესაბამისი სამართლებრივი ორგანოს გადასაწყვეტია, ხოლო არჩევნებს გაყალბებულად არ ცნობს.

“პოლიტპატიმრების საკითხი შესაბამისი ორგანოს მიერ სამართლებრივად გადასაწყვეტი პროცესია. რაც შეეხებ არჩევნებს, ოპოზიცია ვერ ვერცერთი პუნქტით ვერ ამტკიცებს, რომ იყო სისტემური ხარვეზი. იყო ლოკალური ხარვეზები, დღეს, ამასთან დაკავშირებით გვქონდა მსჯელობა. ვერცერთ პუნქტში ვერ ამტკიცებენ ისინი იმას, რომ რაიმე სისტემური ხარვეზი იყო და 48% არ არის 48%. შესაბამისად, ამაზე შეგვიძლია მსჯელობის გაგრძელება, მაგრამ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი არ აქვს.”- დაამატა აღმასრულებელმა მდივანმა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი