ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

ავტორი: თიკო ნოდია

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, დავით ხახალეიშვილი, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,მას გულის პრობლემები ჰქონდა.

დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი