ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 83 ადამიანს ჩაუტარდა და 15-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 2 172 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 333 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა 15 იანვრამდე შეწყვეტილია.