ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 35 ადამიანი დაინფიცირდა.
ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევა აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტი 140 ადამიანს ჩაუტარდა და 35-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალში covid19-ით სულ 2 151 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 1 252 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
რეგიონში საგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობა 15 იანვრამდე შეწყვეტილია.