ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ავტორი: ნანა წულაია

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 155 ადამიანს ჩაუტარდა.

დე ფაქტო ხელისუფლების უწყებით, ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 1904 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რეგიონში საშუალო, საშუალო-პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების მუშაობა 15 დეკემბრამდე შეწყვეტილია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი