ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა

ავტორი: თიკო ნოდია

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა.

საერთო ჯამში COVID-19 8236 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 6508 გამოჯანმრთელდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, რესპუბლიკაში ნებისმიერი მასობრივი ღონისძიება აკრძალულია 2021 წლის 12 იანვრამდე. სკოლები და საბავშვო ბაღები არ მუშაობს. აკრძალულია სპა სალონების და საუნების მუშაობა. ასევე დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. ყველა მგზავრს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს ნიღბები უნდა ეკეთოს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი