ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: ნანა წულაია

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება  442 პირს ჩაუტარდა. “კოვიდ-19”  111 ადამიანს დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში მკურნალობას 161 პაციენტი აგრძელებს. მათგან 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სულ  კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 87 ადამიანია გარდაცვლილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსის 6 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 4 645 პაციენტი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი