ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ავტორი: ნანა წულაია

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 482 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან კორონავირუსი 87-ს დაუდასტურდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში მკურნალობას 164 პაციენტი აგრძელებს. 24 პაციენტის  მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 86 ადამიანია გარდაცვლილი.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა  6 400-ს შეადგენს, აქედან 4 498 გამოჯანმრთელდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი