ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა

ავტორი: ნანა წულაია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 3 პაციენტი კი გარდაიცვალა. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 265 ადამიანს ჩაუტარდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში საერთო ჯამში 131 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 28 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი გარდაიცვალა. 78, 65 და 50 წლის მამაკაცები.

კორონავირუსის ინფექციით ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაიცვალა 77 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3661. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 732 შეადგენს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი