ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა. ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 269 ადამიანს ჩაუტარდა.
ოკუპირებული აფხაზეთის 3 კოვიდცენტრში ჯამში 119 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 30-ის მდგომარეობა მძიმეა.
გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 70 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 74-ს აღწევს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 648 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 654 ადამიანი გამოჯანმრთელდა .