ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 68 ადამიანს დაუდასტურდა

ავტორი: ნანა წულაია

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 208 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 68 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორაციით, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5374-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3623-ს შეადგენს.

ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში სტაციონარულად 58 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 19 ადამიანი, 20 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 კოვიდდადასტურებული პაციენტია მოთავსებული.

სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 31 ადამიანი, რომელთაგან 27-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ოთხის მდგომარეობა კი მძიმეა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი