ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: ნანა წულაია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 118 ადამიანს ჩაუტარდა. დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5312-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათი რაოდენობა 3611-მდე გაიზარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 74 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი, 19 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 29 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, სადაც სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 38 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი საშუალო სიმძიმის. კორონავირუსით ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ადამიანი გარდაიცვალა, შესაბამისად, რაოდენობამ 68 შეადგინა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი