ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში ტესტირება სულ 317 ადამიანს ჩაუტარდა. ამ დროის მონაცემებით ინფიცირებულთა  საერთო მაჩვენებელი  ჯამში 5174-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათთმა რაოდენობამ 3483 შეადგინა. გასულ დღე-ღამეში აფხაზეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში კი რეგიონში კოვიდ 19-მა 64 ადამიანი იმსხვერპლა.

სოხუმის ინფექციურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის 26 ადამიანი მკურნალობს, ხოლო მობილურ ჰოსპიტალში 34 პაციენტია მოთავსებული. მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა, 29-ის კი საშუალო სიმძიმის. 73 ადამიანი გადის მკურნალობას გუდაუთის საავადმყოფოში, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი