ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: ნანა წულაია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობას 140 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს. მათგან 23 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 903 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1 197 ადამიანი, გარდაცვლილია 28 პაციენტი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი