ნუგზარ წიკლაური – ქართული დემოკრატიული საზოგადოება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან  „ქართულ ოცნებაზე“  კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ველოდებით

ავტორი: ნანა წულაია

„ქართველმა ხალხმა დაკარგა არჩევნების მიმართ რწმენა” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ ქართული დემოკრატიული საზოგადოება დასავლელი პარტნიორების მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ელოდება.

„ფალსიფიცირებული არჩევნების შემდეგ, ქართველმა ხალხმა დაკარგა არჩევნების მიმართ რწმენა, რაც არაერთგზის იქნა დადასტურებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ამიტომ ახლა ჩვენ ყველა, ქართული დემოკრატიული საზოგადოება ველოდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ უფრო მტკიცე და პრინციპულ პოზიციას, მეტ ზეწოლას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, რათა საქართველოში შეიქმნას შესაბამისი დემოკრატიული პირობები შემდგომი არჩევნებისათვის და ზოგადად, დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის. როგორი იქნება ამ ზეწოლის ფორმები, მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, ეს თვითონ გადაწყვიტონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც უკვე მრავალი წელია, ეხმარებიან საქართველოს მყარი და მდგარდი დემოკრატიიის ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი