ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილს კონტრაქტი საბოლოოდ გაუწყვიტა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა (НОВАТ-მა) ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეწყვიტა. ინფორმაცია თავად თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

“ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თეატრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს. როგორც მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, თეატრის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.


0

You may also like

დატოვეთ კომენტარი