ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.99 მლრდ ლარით, ანუ 3.69 პროცენტით გაიზარდა

“ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში)  1.99 მლრდ ლარით, ანუ 3.69 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი დეკემბრისათვის 55.9 მლრდ ლარი შეადგინა”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში)  1.99 მლრდ ლარით, ანუ 3.69 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი დეკემბრისათვის 55.9 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.74 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.27 პროცენტია.”- ნათქვამია განცხადებაში.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი