ნინო წილოსანი – მთავარი ბუკნარში მიღწეული შეთანხმებაა, სხვა მექანიკური შეცდომა უმნიშვნელოა

ნინო წილოსანის თქმით, განცხადება, რომელშიც ის ქართველებსა და მუსლიმებს ცალ-ცალკე მოიხსენებს, მექანიკური შეცდომა იყო. პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ უფრო მნიშვნელოვანი ბუკნარში მიღწეული შეთანხმებაა, ვიდრე სხვა დანარჩენი დეტალი.

„არ მახსენდება, მართალი რომ გითხრათ მსგავსი განცხადება, რადგან სრულებით სხვა ფორმულირება მქონდა ყველა ჩემს განცხადებაში. ალბათ, მექანიკური შეცდომაა, თუმცა ვფიქრობ, უფრო შინაარსობრივ ნაწილზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რადგან ჟურნალისტიკა მგონია, რომ შინაარსობრივ ნაწილს უფრო უკავშირდება.

გუშინ პოზიტიური და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ის იყო, რომ თითოეული ჩვენგანის ფასილიტაციით ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდა. სოფელი და რაც მთავარია, ყველა ჩართული პირი ძალიან მეგობრულად დაშორდა ერთმანეთს და გააგრძელა თანაცხოვრება. ეს არის ძირითადი პოზიტივი და ყველა დანარჩენი მექანიკური შეცდომა იქნება თუ დეტალი არის უმნიშვნელოა ამ ყველაფერთან ერთად“, – განაცხადა წილოსანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი