ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს

ავტორი: ნანა წულაია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. კალანდაძის დაბარება, შესაძლოა, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდეს.

ნინო კალანდაძე ადასტურებს, რომ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ნინო კალანდაძემ 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ კუთვნილებას.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი