ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქის პროვინციაში ჩავიდა

ნიკოლ ფაშინიანი სიუნიქშია. პროვინციაში მისვლამდე მან სოციალური ქსელის საშუალებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. სომხეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ სიუნიქში არა მოსახლეობის გასაღიაზიანებლად, არამედ მათ თვალებში ჩასახედად და კითხვებზე საპასუხოდ ჩავიდა.

„მე ვასრულებდი და სრულად ვასრულებ თქვენს მიმართ ჩემს ვალდებულებებს. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი სიუნიქში ჩასვლის გადაწყვეტილება სიტუაციის გამწვავებისთვის ან ჭრილობაზე მარილის მოსაყრელად არ ყოფილა მიღებული. პირიქით, მე გადავწყვიტე სიუნიქში პატივისცემის ნიშნად წავსულიყავი და, რაც მთავარია, თქვენთვის თვალებში ჩახედვით კითხვებზე გამეცა პასუხი და გამეკეთებინა ახსნა-განმარტებები“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანის ვიზიტამდე ქალაქ გორისის მერმა, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, აეკრძალათ ნიკოლ ფაშინიანის ჩასვლა პროვინციაში. სიუნიქის მოსახლეობა პრემიერმინისტრს საპროტესტო აქციების ფონზე დახვდა, ისინი ფაშინიანს სიუნიქში არ უშვებდნენ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი