ნიკოლ ფაშინიანი – სამწუხაროდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ამ დრომდე არ არის დარეგულირებული

ავტორი: ნანა წულაია

ყარაბაღის თემაზე სომხეთი მზადაა, გააგრძელოს მოლაპარაკება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, კრემლში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფრენციაზე განაცხადა.

ნიკლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ამ დრომდე არ არის დარეგულირებული.

„ჩვენ შევძელით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, რომელთა გადაჭრაც საჭიროა. მათ შორის არის მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი. სომხეთი მზადაა, გააგრძელოს მოლაპარაკება მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეები ვერ შეთანხმდნენ სამხედრო ტყვეების საკითხზეც. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხი მოგვარდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი