ნიკოლ ფაშინიანი: მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამხედროები ალყაში მოაქცია

ავტორი: ნანა წულაია

მთიანი ყარაბაღის ჰადრუთის რაიონში აზერბაიჯანის არმიამ რუსი სამხედროები ალყაში მოაქცია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რადიო „თავისუფლებასთან“ განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ სომეხი სამხედროების დანაყოფი ტყვედ არის აყვანილი.

სამხედროების ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანიც. მისი თქმით,  სომეხი ჯარისკაცები აზერბაიჯანელებმა ტყვედ ხცაბერდთან აიყვანეს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ტყვედ დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურეა აყვანილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი