ნიკოლ ფაშინიანი – ვლადიმირ პუტინს ყარაბაღის რეგიონში უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირებზე ვესაუბრე

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მან ვლადიმირ პუტინს დღეში ორჯერ დაურეკა და ყარაბაღის რეგიონში უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირებსა და ტყვეების გაცვლაზე ესაუბრა. ინფორმაციას რუსული სააგენტო “ტასს” ავრცელებს. სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბარი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“ბოლო 1 საათში ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ორჯერ ვესაუბრე. საუბარი შეეხო ლაჩინის დერეფნის დასახლებებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს, სამძებრო სამუშაოებს, გარდაცვლილთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლის პროცესს, სამშვიდობოების განლაგებასა და დემარკაციას, ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას რეგიონში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი