ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სასამართლოს წინაშე წარდგება. საქმე კორუფციას, კერძოდ მოსამართლის მოქრთამვას ეხება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქმე ეხება ბრალდებებს ნიკოლა სარკოზისა და მისი ადვოკატის ტიერი ჰერცოგის მიერ ყოფილი მოსამართლის, ჟილბერტ აზიბერტის მოქრთამვის მცდელობის შესახებ. აღნიშნული საქმე კი ნიკოლა სარკოზის მიერ 2007 წლის საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო შემოწირულობების შესაძლო გამოყენების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სარკოზი და მისი მაშინდელი ადვოკატი ტიერი ჰერცოგი გილბერტ აზიბერტის მოქრთამვას ცდილობდნენ და გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მას მონაკოში პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობდნენ.

სასამართლო პროცესი 23 ნოემბერს დაიწყება და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. კორუფციის შესახებ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში სარკოზის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრება. ნიკოლა სარკოზს საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-2012 წლებში იკავებდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი