ნიკა მელია – “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი და დასავლური საქართველო

ავტორი: ნანა წულაია

“ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნება იდეა და მოტივაცია იყოს თითეული თქვენგანის პარტია” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულება ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობაა.

„ძალიან მჯერა, რომ ახლა იწყება ჩვენი ისტორიის ახალი ეტაპი თქვენი უშუალო მონაწილეობით, მათი მონაწილეობით ვინც ჩვენს სახალხო პოლიტიკურ გაერთიანებაში ჯერ კიდევ არ არიან. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში გავხდებით უფრო მეტი, ბევრად კვალიფიციურები და ბრძოლისუნარიანები. ჩვენ დავწერთ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან თავს და გამარჯვება დაიწყება აქ და ახლა. ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიზანი კვლავ აიღოს პასუხისმგებლობა და შექმნას მდიდარი დასავლური საქართველო, სადაც უმთავრესი ღირებულებაა ადამიანის თავისუფლება, ბედნიერება და კეთილდღეობა. “ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ნება იდეა და მოტივაცია იყოს თითეული თქვენგანის პარტია, რომელიც წარმატებას მოუტანს ყველას ერთად და არა საკუთარ თავს. ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს, კმარა უფსკრულისკენ სვლა და გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი