ნიკა მელიას განცხადებით, ელჩების კრიტიკის ანტიდასავლურ კამპანიად გამოცხადება სახელისუფლო მედიის სურვილია. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ კრიტიკასა და თავდასხმას შორის დიდი განსხვავებაა.
„თავდასხმასა და კრიტიკას შორის უდიდესი სხვაობაა. უბრალოდ კრიტიკაა და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის მთელ მსოფლიოში. კრიტიკის ანტიდასავლურ კამპანიად მონათვლა არის უბრალოდ სახელისუფლებო მედიის სურვილი, რომელსაც ამ შემთხვევაში, თქვენ წარმოადგენთ. როგორ შეიძლება, პროსახელისუფლებო მედია ანტიდასავლურ კამპანიაში ადანაშაულებდეს ოპოზიციას“, – განაცხადა მელიამ.