ნიკა გვარამია – პერიოდულად, ზურგში დანას ვიღებ მაგალითად, ელჩი დეგნანისგან

ავტორი: ნანა წულაია

„არ მჭირდება არავის დაცვა, თუ ციხეში უნდა წავიდე, წავალ” –  ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა პოლიტპატიმრების თემების განხილვა უნდა შეწყვიტონ. მისი თქმით, პროდასავლურია, მაგრამ დასავლური ინსტიტუციებისგან ზურგში დანას იღებს.

„დიახ, მე ვემსახურები დასავლეთს, მაგრამ პერიოდულად, ზურგში დანას ვიღებ იგივე დასავლური ინსტიტუციებისგან, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოსგან, ელჩი დეგნანისგან, რომლის მოადგილეც მეუბნება, რომ გიორგი რურუას პატიმრობა კი არ არის სირცხვილი, არამედ ჩემი დამფუძნებლობაა სირცხვილი, რადგან ის არის შეიარაღებული ბანდის მეთაური. ამას ვამბობ ღიად. დიახ, ამ ადამიანებისგან ვიღებ ზურგში დანას და ყველა ჩვენგანი, ვინც დასავლეთს ვემსახურებით ამ ქვეყანაში.

მე თუ ვამბობ, რომ არც ერთ გრანტს არ მაძლევს აშშ-ის მთავრობა და ეს გრანტებზე უარი მომდის, ვინმე სოფო ბზიშვილის ხელმოწერით და სავარაუდოდ, გიორგი ხელაშვილი გახდება საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორ უნდა ვენდო იმ ხელისუფლებას და აშშ-ის საელჩოს, რომელიც უარებს მიგზავნის პოლიტიკურად ანგაჟირებული „სტაფერის“ ხელმოწერით. ამაზე მიპასუხოს აშშ-ის ელჩმა. არ მჭირდება არავის დაცვა, თუ ციხეში უნდა წავიდე, წავალ. ეს იქნება პატივი ამ ხელისუფლების მიერ, რადგან ყველა ნორმალური ადამიანი ზის ციხეში. ეს ტელევიზია არ გაჩერდება. ეს ხელისუფლება დაემხობა აუცილებლად და ეს ელჩები ბოდიშს მოიხდიან ამ ქცევის გამო, რომელიც არის ანტიქართული. ის, რასაც ისინი აკეთებენ ანტიქართული ქცევა. ეს არის დასავლეთის დამაზიანებელი. მე ნუ დამელაპაარკება ანტიდასავლურობაზე, რუსეთის ოფიციალური, ღია აგენტის შვილი ირაკლი კობახიძე და რუსული პროექტის, ბიძინა ივანიშვილსი მონა ირაკლი კობახიძე. მე რუსეთის  მიერ დევნილ ნიკა გვარამიას, მათ შორის ის ფასილიტატორები, რომლებიც ახლა ზიან და არავინ იცის რაზე მუშაობენ“, – განაცხადა გვარამიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი