ნიდერლანდები და ბელგია დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს

ავტორი: ნანა წულაია

ნიდერლანდები და ბელგია დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს. კორონავირუსის ახალი შტამის გამო, რეისები „ევროსტარმაც” შეაჩერა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამი გაცილებით უფრო გადამდებია, ვიდრე არსებული ვირუსი.

აკრძალვა დღეს, შუაღამიდან ამოქმედდება 24 საათით, ვიდრე ქვეყნის მეცნიერები რისკებს შეაფასებენ. ამავე პერიოდით შეჩერდება „ევროსტარის“ რეისებიც ლონდონიდან.

„შპიგელის“ ინფორმაციით,  აკრძალვების საკითხი გერმანიაშიც განიხილება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი